Monday, December 15, 2008

ჩემი ოჯახი


ჩემი ოჯახი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც მე ძალიან მიყვარს... მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი: ლიკა და მარიამი.
მე ამ ქვეყანას ერთ-ერთ მშვენიერ გაზაფხულს მოვევლინე. დედამ მითხრა, იებში გიპოვეო. ბავშვობაც გაზაფხულივით ლაღი და მხიარული მქონდა...
...მერე სწრაფად გაირბინეს წლებმა...გაირბინეს, როგორც ,,ნალით დაჭედილმა ბედაურებმა მთვარიან ღამეში''... ბევრი სიხარული და ტკივილი მომიტანა წლებმა... ბევრი მეგობარი და მტერი შემძინა...
...მერე შემიყვარდა და ...ჩვენი სიყვარულის ნაყოფიც გაჩნდა. პატარა ლიკა გვაჩუქა ღმერთმა...,,და მომივიდა იგი ზღაპრიდან'' ...